USAID-ის ხელმძღვანელად სამანტა პაუერი დაინიშნა
ამერიკის ყოფილი ელჩი გაეროში სამანტა პაუერი სენატმა ამერიკის საერთშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელად დაამტკიცა. კენჭისყრა ოთხშაბათს შედგა და პაუერის კანდიდატურას ხმა 68 სენატორმა მისცა.
ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს, რომ საგარეო დახმარება “რბილი ძალის” ინსტრუმენტად გამოიყენოს. აშშ-ს მთავრობამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ დაეხმარება კორონავირუსით დაზარალებულ ქვეყნებს ვაქცინებითა და სამედიცინო ინვენტარით.
ვინ არის სამანტა პაუერი?
სამანტა პაუერი პრეზიდენტ ობამას სპეციალური თანაშემწე იყო 2009-2013 წლებში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში, 2013-2017 წლებში კი - ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი გაეროში.
წარსულში ის ჟურნალისტი იყო და როგორც საერთაშორისო კორესპონდენტი მუშაობდა კონფლიქტის ზონებში ზიმბაბვეში, ბოსნიაში, რუანდაში, სუდანში, კოსოვოსა და აღმოსავლეთ ტიმორში.
2002 წელს მან გამოსცა წიგნი “პრობლემა ჯოჯოხეთიდან,” რომელმაც 2003 წელს პულიცერის პრიზი მოიპოვა. წიგნი ეხება ამერიკის შეერთებული შტატების პასუხს მსოფლიოში მიმდინარე გენოციდებსა და ეთნოწმენდებზე სომხების გენოციდიდან კოსოვოს ომამდე.