სენატმა უკრაინის დახმარების პაკეტი მიიღო, ჯონსონი მისი დაბლოკვით იმუქრება

ამერიკის შეერთებული შტატების ზედა პალატამ საბოლოოდ მიიღო საერთაშორისო უსაფრთხოების დახმარების 95 მილიარდიანი პაკეტი, რომელშიც ტაივანთან და ისრაელთან ერთად უკრაინისთვის გამოყოფილი 60 მილიარდი დოლარიც შედის. 

სენატში პაკეტის მიღებას მხარი 66-მა სენატორმა დაუჭირა, ხოლო 33 წინააღმდეგი იყო. პაკეტის საბოლოო დამტკიცებისთვის აუცილებელია კონგრესის მხარდაჭერა, თუმცა არსებულ ვითარებაში ამის შანსი მაღალი არ არის. 

კონგრესის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა უკვე გააკრიტიკა მიღებული პაკეტი. დონალდ ტრამპის მიმართ ლოიალურად განწყობილმა ჯონსონმა სენატორებმა კანონპროექტიდან საემიგრაციო პოლიტიკის ნაწილის ამოღების გამო გააკრიტიკა და არაორაზროვნად მიანიშნა, რომ პროექტს კენჭისყრაზე არ გამოიტანს. 

"ამერიკელი ხალხი უკეთესს იმსახურებს, ვიდრე სენატის სტატუს-კვო. საერთაშორისო დახმარების პაკეტი არაფერს ამბობს ამერიკელთა წინაშე არსებულ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემაზე"- განაცხადა ჯონსონმა. 

კონტექსტი 

ეთრ სახლში ამბობენ, რომ ადმინისტრაციას უკვე აღარ აქვს უკრაინის დახმარებისთვის საჭირო თანხები, ეს კი უარყოფით გავლენას ახდენს უკრაინული არმიის მდგომარეობაზე ბრძოლის ველზე. 

ჯო ბაიდენი აქტიურად მოუწოდებდა სენატორებს კანონპროექტის მიღებისკენ და ყურადღებას კრიტიკულ მომენტზე ამახვილებდა. პაკეტის მიღების წინააღმდეგ გამოდიოდა დონალდ ტრამპი, რომელმაც მის მხარდამჭერ სენატორებსა და კონგრესმენებს ინიციატივის ბლოკირებისკენ მოუწოდებდა. 

სწორედ ტრამპისტულად განწყობილი რესპუბლიკელები წარმოადგენენ მთავარ წინაღობას უკრაინის დახმარების გაგრძელების კუთხით. 

 

მსგავსი სიახლეები