სერბეთი: სამხედრო შენაერთები საბრძოლო რეჟიმზე გადავიყვანეთ
კოსოვოსთან არსებული დაძაბულობისა და გამწვავებული ურთიერთბრალდებების ფონზე, სერბული სამხედრო შენაერთები, საბრძოლო მზადყოფნის ყველაზე მაღალ რეჟიმზე გადავიდნენ, როგორც ეს სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა განაცხადა.
სერბული მხარის თქმით, პრიშტინაში მზადდება გეგმა, რომლის მიზანსაც, ჩრდილოეთ კოსოვოში არსებულ, ეთნიკური სერბებით დასახლებულ პუნქტებზე, თავდასხმის განხორციელებაა.
გაჟღერებულ ბრალდებებზე, კოსოვოს ხელისუფლებას პასუხი არ გაუცია, მაგრამ მსგავსი დაძაბულობა რამდენიმე თვის წინაც იყო, რა დროსაც, კოსოვოელებმა, ალექსანდარ ვუჩიჩი პროვოკაციებსა და პრობლემის გაღვივებაში დაადანაშაულეს.
ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ორივე მხარეს მოუწოდებენ, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ ესკალაციისგან, ხოლო ამ ქვეყნების ლიდერებს მიმართავენ, რომ "პირადი წვლილი შეიტანონ საკითხის პოლიტიკურ გადაწყვეტაში."
კოსოვოში მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობა, ეთნიკურად ალბანელია და ისინი სერბეთს 1998-1999 წლების ომის შემდეგ გამოეყვნენ.
თავის მხრივ, სერბეთი არ სცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას.
ხაზგასასმელია ისიც, რომ კოსოვოში ნატოს მშვიდობისმყოფელთა კორპუსი იმყოფება. მათ ასევე მოუწოდეს მხარებს, რომ თავი აარიდონ პრობლემის გამწვავებას.