შეიარაღებას გავაგრძელებთ, უკრაინის დაცვა ჩვენი ისტორიული პასუხისმგებლობაა - შოლცი

ევროპის დღისადმი მიძღვნილ სიტყვაში გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცა უკრაინში რუსეთის მიმდინარე სამხედრო აგრესიაზე და მის შედეგებზე ისაუბრა

შოლცის თქმით, გერმანია კვლავ გაუგზავნის უკრაინას მძიმე შეიარაღებას და უკრაინის დაცვა ამ კონფლიქტში გერმანიის ისტორიული პასუხისმგებლობაა. 

"ჩვენ ავითვისეთ ჩვენი ქვეყნის კატასტროფული ისტორიის გაკვეთილი 1933 წლიდან 1945 წლამდე მონაკვეთში - არა ომს, არა გენოციდს, არა ტირანიას. შექმნილ ვითარებაში ეს შეიძლება მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავდეს - ჩვენ ვიცავთ სამართლიანობას და თავისუფლებას მსხვერპლის მხარეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში",- თქვა კანცლერმა სატელივიზო სიტყვაში. 

ამასთანავე, შოლცმა აღნიშნა, რომ სხვაგვარი გადაწყვეტილება სასტიკი ძალის წინაშე კაპიტულაციის ტოლფასი იქნებოდა. 

ამავდროულად გერმანიის ლიდერმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მისი ქვეყანა არ გადადგმას იმგვარ ნაბიჯებს, რაც ხელს შეუწყობს ესკალაციის ზრდას დიდ სახელმწიფოებს შორის და ნატოს პირდაპირ ჩართულობას კონფლიქტში. 

კანცლერის სიტყვა შლეზვიგ-ჰოლშტაინის მიწაზე ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებს, რომელშიც შოლცის პარტიამ ქრისტიან-დემოკრატებისა და მწვანეების შემდეგ, მესამე ადგილი დაიკავა და ამ მიწაზე თავისი ყველაზე ცუდი შედეგი კიდევ 12%-ით გააუარესა. 

 

მსგავსი სიახლეები