შოიგუმ ვლადიმირ პუტინს ლუჰანსკის სრული დაკავების შესახებ მოახსენა

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ვლადიმირ პუტინს ლუჰანსკის ობლასტის ტერიტორიის სრულად დაკავების შესახებ მოახსენა. 

რუსული წყაროების ცნობით, ოკუპანტებმა უკვე სრულად დაიკავეს ქალაქი ლისიჩანსკი, რომელიც ლუჰანსკის ობლასტში ბოლო უკრაინულ ფორპოსტს წარმოადგენდა. 

ამერიკული ომის კვლევის ინსტიტუტის ცნობით, ლისიჩანსკიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ორგანიზებულად დაიხიეს, რადგანაც ფრონტის ხაზზე შექმნილი ვითარების ფონზე ქალაქის დაცვის გაგრძელებას საღ აზრს იყო მოკლებული. 

ლისიჩანსკი და სევეროდონეცკი ბოლო ქალაქები იყო ლუჰანსკის ობლასტში, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებდნენ. გასულ კვირებში სევეროდონეცკის ირგვლივ ბრძოლები თვეზე მეტ ხანს გრძელდებოდა. 

 

მსგავსი სიახლეები