შოლცი: გერმანია არ გეგმავს პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას
გერმანია ამჟამად არ გეგმავს პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას. ამის შესახებ ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა 24 მაისს, ბერლინში, პორტუგალიის პრემიერ-მინისტრ ლუის მონტენეგროსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
შოლცის თქმით, პალესტინის სახელმწიფოს აღიარების "საფუძველი ჯერ არ არსებობს."
"არ არსებობს სიცხადე სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მასთან დაკავშირებულ ყველა სხვა საკითხთან დაკავშირებით," - განაცხადა კანცლერმა.
"აღიარებაზე საუბრის ნაცვლად, საჭიროა კონფლიქტის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტა ისრაელსა და პალესტინელებს შორის, რომელიც მიგვიყვანს ორი სახელმწიფოს გადაწყვეტამდე. ეს პროცესი, მისი თქმით, მოიცავს პალესტინის ხელისუფლების ორგანოების, რომელიც პასუხისმგებელია დასავლეთ სანაპიროზე და ღაზას სექტორზე. მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ ამისგან," - დასძინა შოლცმა.
მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა. მან აღნიშნა, რომ "სახელმწიფოებრიობის სიმბოლური აღიარების" გზა არ არის პროდუქტიული.
პალესტინის სახელმწიფოს 28 მაისს ნორვეგია, ესპანეთი და ირლანდია აღიარებენ.
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა ეს გადაწყვეტილება იმით გაამართლა, რომ პალესტინელებს აქვთ "თვითგამორკვევის ფუნდამენტური უფლება" და "ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა არ იქნება ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის გარეშე."
საპასუხოდ ისრაელმა ამ ქვეყნებიდან თავისი ელჩები კონსულტაციებისთვის გაიწვია.