შოლცი: გერმანია უახლოეს კვირებში კიევში უახლეს იარაღს გაგზავნის
უახლოეს კვირებში გერმანია უკრაინას უახლეს იარაღს გადასცემს. ამის შესახებ 29 აგვისტოს პრაღაში გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, წერს Reuters.
კანცლერმა აღნიშნა, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერას მანამ, სანამ საჭირო იქნება.
შოლცის თქმით, იგეგემება მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემების, სარადარო სისტემების ან უპილოტო თვითმფრინავების გაგზავნა. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ გერმანიას შეუძლია აიღოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა უკრაინის საარტილერიო და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაზე.
2014 წლის ომის დაწყებიდან გერმანია ფინანსურ დახმარებას უწევდა უკრაინას, მაგრამ უარს ამბობდა იარაღის მიწოდებაზე. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაციის მიერ სრულმასშტაბიანი ინტერვენციის დაწყების შემდეგ, გერმანიამ შეცვალა პოზიცია კონფლიქტის ზონებისთვის იარაღის მიწოდების საკითხთზე და დათანხმდა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას.