შოლცი: გერმანია უკრაინას იმდენ იარაღს მიაწვდის, რამდენიც საჭირო იქნება
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 16 ივნისს კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გერმანია "მასობრივად" უჭერს მხარს უკრაინას და ქვეყანას იმდენ იარაღს მიაწვდის რამდენიც საჭირო იქნება.
"გერმანიამ დიდი ხანია დაარღვია თავისი სახელმწიფო ტრადიცია: ჩვენ დავიწყეთ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება და ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ამას, რამდენიც უკრაინას დასჭირდება", - განაცხადა მან.
შოლცმა თქვა, რომ გერმანიამ 24 თებერვლის შემდეგ 800 000-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი მიიღო, როდესაც რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. ასევე მან არნიშნა რომ გერმანია უკრაინელ სამხედროებს დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენებას ასწავლის.
"ჩვენ ასევე დაგპირდით, რომ გადმოგცემთ საზენიტო სისტემა IRIS-ს, რომელიც დაიცავს ქალაქებს საჰაერო თავდასხმებისგან. ჩვენ ასევე შევთანხმდით შეერთებულ შტატებთან და დიდ ბრიტანეთთან, რომ გადმოგცემთ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს. მე და ჩემი კოლეგები დღეს კიევში ვართ მკაფიო გზავნილით: უკრაინა ევროპული ოჯახის ნაწილია", - დასძინა მან.
ზელენსკიმ იმავე პრესკონფერენციაზე თქვა, რომ შოლცის განცხადება იარაღის მიწოდებაზე მნიშვნელოვანია უკრაინისთვის.
16 ივნისს კიევში ჩავიდნენ შოლცი, ასევე საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი და რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი. ოთხივე ლიდერისთვის ეს პირველი ვიზიტია უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის დაწყების შემდეგ.