შოლცი: გერმანია უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემას გაუგზავნის

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, გერმანია უკრაინას IRIS-T-ის ტიპის, საშუალო მანძილის საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს.

„ომის დაწყების შემდეგ უკრაინას უწყვეტად ვაწვდით იარაღს. მათ უკვე გადავეცით 15 მილიონზე მეტი ტყვია, 100 ათასზე მეტი ხელყუმბარა და 5 ათასზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი“, - განაცხადა ბუნდესკანცლერმა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, გერმანიამ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ტაბუ დაარღვია და საომარ კონფლიქტში ჩართულ მხარეს იარაღი გადასცა, რასაც წინ უძღოდა საზოგადოებრივი აზრის დიამეტრული ცვლილება ამ საკითხზე.

თუმცა, გასულ კვირებში გერმანიის მთავრობას იარაღის არასათანადო რაოდენობის და დაგვიანებული გადაცემისთვის, აკრიტიკებდა, როგორც ადგილობრივი ოპოზიცია, ისე უკრაინელები.

მსგავსი სიახლეები