შოლცი: აღდგენილი უკრაინა მომავალში ევროკავშირის წევრი გახდება
"უკრაინის აღდგენისას აუცილებელია, გავითვალისწინოთ, რომ ეს ქვეყანა მომავალში უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი", - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, ბერლინში, გერმანულ-უკრაინის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
მან დაარწმუნა კიევი, რომ უკრაინის ენერგეტიკული სექტორი, რომელიც მასიური რუსული თავდასხმების ქვეშ იყო, აღდგება ისე, რომ უკრაინა ევროკავშირისთვის ელექტროენერგიის ეფექტური მიმწოდებელი გახდება.
შოლცმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ გაჩაღებულმა ომმა, გერმანია და უკრაინა გააერთიანა.