შოლცი: უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე უნდა ვისაუბროთ
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის, უსაფრთხოების გარანტიების მიცემის განხილვა აუცილებელია.
მისი თქმით, ამ საკითხზე მოკავშირეებთან დიდი ხანია რაც საუბრობს.
შოლცმა აღნიშნა, რომ არ შეიძლება საუბარი "ომის გაყინვაზე და რუსეთის აგრესიული ინტერვენციის ლეგიტიმაციაზე," როგორც ამას ზოგიერთი აცხადებს.
"რუსეთის პრეზიდენტს აშკარად სურს დაიპყროს ზოგიერთი მეზობელი ტერიტორია: მას აქვს ასეთი გეგმა უკრაინასთან დაკავშირებით და, ცხადია, ეს არის მისი გეგმა ბელორუსის მიმართაც," - თქვა კანცლერმა.
ამიტომ, მას მნიშვნელოვნად მიაჩნია უკრაინის მხარდაჭერა და "კონკრეტული საუბარი უსაფრთხოების გარანტიებზე."
" ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას იქამდე, სანამ ეს საჭირო იქნება და არ დავთანხმდებით თავს მოხვეულ მშვიდობას. რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები," - განაცხადა შოლცმა.
საფრანგეთის, პოლონეთის და გერმანიის ლიდერები პარიზში შეხვდნენ, სადაც განიხილეს უკრაინის ნატოში გაწევრიანებსთან და უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებული საკითხები.