შოლცის მილოცვა მაკრონს: შენი გამარჯვება ევროპისთვის ნდობის ძლიერი გზავნილია
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, ემანუელ მაკრონს საფრანგეთის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევა საჯაროდ მიულოცა:
Félicitations, გულითადად გილოცავ, ძვიფრასო პრეზიდენტო. შენმა ამომრჩეველმა დღეს ევროპას ნდობის ძლიერი გზავნილი გაუგზავნა. მიხარია, რომ ჩვენს კარგ თანამშრომლობას განვაგრძობთ!
წინასწარი მონაცემებით ემანუელ მაკრონმა არჩევნების მეორე ტურში მარინ ლე პენი ხმების 58.8%-ით დაამარცხა და ელიზეს სასახლეში კიდევ ხუთი წლით დარჩება.