შოლცმა ზელენსკისთან უკრაინაში არსებული ვითარება განიხილა
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, სამშაბათს, 29 ნოემბერს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, უკრაინაში პოლიტიკურ, სამხედრო და ჰუმანიტარულ საკითხებზე ესაუბრა.
ამ ინფორმაციას გერმანიის მთავრობის სპიკერი შტეფენ ჰებესტრეიტმი ავრცელებს.
მისი თქმით, ზელენსკიმ შოლცს, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდებაზე რუსული სარაკეტო დარტყმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
გერმანიის კანცლერმა დაგმო უკრაინის ტერიტორიის დაბომბვა და კიევს შემდგომი მხარდაჭერა აღუთქვა.
ჰებეშტრეიტმა აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობამ უკვე გამოუყო უკრაინას 56 მილიონი ევროს ფინანსური დახმარება, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად, და 350-ზე მეტი გენერატორი გადასცა.
ოლაფ შოლცმა ასევე დაადასტურა, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას საჰაერო თავდაცვის სფეროში და ქვეყნის რეკონსტრუქციაში გრძელვადიან პერსპექტივაში. ორი ქვეყნის ლიდრი შეთანხმდა, რომ გააგრძელებენ აზრთა კონსტრუქციულ გაცვლას და მჭიდრო კონტაქტზე დარჩებიან.