შტაინმაიერი გერმანიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გერმანიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. მან ფედერალური კრების 77%-ის მხარდაჭერა მიიღო.
კრება ბუნდესტაგის წევრებისა და ქვეყნის 16 მიწის მიერ შერჩეული დელეგატებისგან შედგება.
მეორე ვადით არჩევის შემდეგ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ ის დემოკრატიის მსოფლიოში გავრცელების მხარდამჭერია და რუსეთის უკრაინაში შეჭრის საფრთხეზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
"ჩვენ სამხედრო კონფლიქტის შუაგულში ვართ - მიმართა შტაინმაიერმა ფედერალურ კრებას - ამაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება."
"მივმართავ რუსეთის პრეზიდენტ პუტინს: მოუშვით ყულფი უკრაინის კისერზე და ერთად ვიპოვოთ გზა ევროპაში მშვიდობის შესანარჩუნებლად." - თქვა მანდ.
შტაინმაიერი გერმანიის პრეზიდენტი პირველად 2017 წელს გახდა.