შტაინმაიერი გერმანიის პრეზიდენტი მეორე ვადით გახდება
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გერმანიის პრეზიდენტი მეორე ვადით გახდება. მას მხარი გერმანიის მწვანეთა პარტიამაც დაუჭირა.
"შტაინმაიერი ძალიან კარგი და პატივცემული პრეზიდენტია, რომელსაც დიდი დამსახურებები აქვს ჩვენი ქვეყნის წინაშე," - ნათქვამია მწვანეთა პარტიის ლიდერების ერთობლივ განცხადებაში. "ჩვენ გვჯერა, რომ ის გააგრძელებს ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერასა და გაძღოლას პანდემიიდან გამოსვლის ამ მძიმე გზაზე."
შტაინმაიერს მხარს სოციალ-დემოკრატიული პარტია და თავისუფალი დემოკრატებიც უჭერენ.
მთავარ ოპოზიციურ პარტიას, ქრისტიან-დემოკრატებს პრეზიდენტობის საკუთარი კანდიდატი არ წარუდგენიათ.
მოქმედი პრეზიდენტი გერმანიის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატია. ბუნდესტაგში, პრეზიდენტის არჩევნები 13 თებერვალს ჩატარდება.
მეორე ვადით გამარჯვებისთვის შტაინმაიერს 1472 ადამიანისგან შემდგარი ფედერალური კრების აბსოლუტური უმრვალესობის მხარდაჭერა სჭირდება.