შვედეთი უკრაინას $400 მილიონის სახმედრო დახმარებას გადასცემს
შვედეთის პარლამენტმა დაამტკიცა მთავრობის წინადადება ბიუჯეტში დამატებითი ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის სამხედრო დახმარებას. ამის შესახებ შვედეთის პარლამენტის ვებგვერდზე ვკითხულობთ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინას სამხედრო ტექნიკა გადაეცემა. სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, გამნაღმველ აღჭურვილობას და ქვეითთა საბრძოლო მანქანებს.
პაკეტის ღირებულება 4.3 მილიარდი შვედური კრონია (407 მილიონი დოლარი). გადაწყვეტილება ძალაში 13 თებერვალს შევა.
შვედეთი 2023 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირს უხელმძღვანელებს და ქვეყნის ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტი უკრაინის მხარდაჭერაა. ამის შესახებ შვედეთის მთავრობამ თავის პროგრამაში განაცხადა.