შვედეთის პარლამენტმა უკრაინისთვის $605 მილიონის სამხედრო დახმარება დაამტკიცა

23 მარტს შვედეთის პარლამენტმა დაამტკიცა მთავრობის წინადადება უკრაინისთვის 6.2 მილიარდი კრონის  (დაახლოებით 605 მილიონი აშშ დოლარი) სამხედრო დახმარების გადაცემის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას შვედეთის პარლამენტი (Riksdag) ავრცელებს.

შვედეთის მთავრობამ გადაწყვიტა უკრაინას რვა თვითმავალი ჰაუბიცა Archer გადასცეს, რისთვისაც ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებები შევიდა. გარდა ამისა, შვედეთის მინისტრთა კაბინეტმა უკრაინისთვის 10 Leopard 2-ის ტანკის გადაცემა მოითხოვა.

შვედეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თვითმავალი ჰაუბიცა Archer კარგი საშუალებაა, შორ მანძილზე მოქმედ ამერიკულ HIMARS-ებთან ერთად, მტრის არტილერიის გასანადგურებლად.

როგორც Riksdag-ის ვებგვერდზეა აღნიშნული, უკრაინა ასევე მიიღებს საშუალო რადიუსის რობოტიზებულ სისტემას, robotsystem 97 (Hawk-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის ნაწილი, დიაპაზონი - 40 კმ) და მის საბრძოლო მასალას.

მსგავსი სიახლეები