СIA-ის დირექტორმა ნარიშკინი ბირთვული იარაღის გამოყენების წინააღმდეგ გააფრთხლა
ანკარაში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა თავისი რუსი კოლეგა ბირთვული იარაღის გამოყენების წინააღმდეგ გააფრთხილა.
"ის არ მართავს მოლაპარაკებებს, მხარეები არ განიხილავენ უკრაინის კონფლიქტს",- განაცხადა თეთრი სახლის ანონიმურმა წყარომ Reuters-თან საუბარში.
გარდა ამისა, წყაროების ცნობით, ბარნსისა და ნარიშკინის შესახებ გაფრთხილებული იყო უკრაინული მხარეც.
კონტექსტი
ცოტა ხნის წინ რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი ანკარაში ამერიკულ დელეგაციასთან შეხვედრას მართავდა.
მხარეებს შორის შეხვედრა არცერთ მხარეს არ დაუანონსებია, უცნობი რჩება შეხვედრის საკითხიც.
თავის მხრივ რუსეთსა და აშშ-ს დელეგაციებს ბოლო შეხვედრა 10 იანვარს ჟენევაში, რუსეთის მიერ დასავლეთისგან მოთხოვნილი ე.წ. უსაფრთხოების გარანტიების საკითხზე მიმდინარე დიპლომატიური პროცესის ფარგლებში შედგა.
26 თებერვალს ჩანიშნული იყო შეხვედრა სერგეი ლავროვსა და ენტონი ბლინკენს შორის, თუმცა 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.