სიმონიანი: საქართველოს ხელისუფლება გასაკვირად ადეკვატურად იქცევა
რუსული პროპაგანდისტული ტელევიზიის, RT-ს მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი ტელეგრამის საკუთარ არხზე ეხმაურება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, არ აღიაროს ბუჩას სასაკლაო უკრანელი ხალხის გენოციდად.
"საქართველოს ხელისუფლება გასაკვირად ადეკვატურად იქცევა", - წერს მარგარიტა სიმონიანი.
"სააკაშვილი, ვინც ჩვენს მშვიდობისმყოფელებს ცეცხლი გაუხსნა, თავისით ჩასვეს ციხეში, [დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შემოღებულ] სანქციებს არ შეუერთდნენ, მათი რიტორიკა ბევრად მშვიდია, ვიდრე ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის ზოგიერთი წევრის", - აგრძელებს პროპაგანდისტი.
სიმონიანის თქმით, დროა რუსეთის ხელისუფლებამ რუსეთ-საქართველოს ფრენებზე შეზღუდვა მოხსნას, რასაც, მისი თქმით, საქართველოში "ძალიან ელოდებიან".