სირიის მთავრობისა და ასადის მხარდამჭერი ძალების შეტაკებებში 745 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია, გაერთიანებული სამეფოში დაფუძნებული ორგანიზაცია, წერს, რომ 745-ზე მეტი ალავიტი მოქალაქე მოკლეს ბოლო დღეებში სამთავრობო ძალებმა და მათმა მოკავშირეებმა ბაშარ ალ-ასადის ყოფილი მთავრობის მხარდამჭერ მებრძოლებთან შეტაკებებში.

ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, ეს ქვეყანაში მიმდინარე ყველაზე მასშტაბური ბრძოლებია და ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მიმდინარეობს, სადაც ალავიტური უმცირესობაა დასახლებული.

ობსერვატორია წერს, რომ ისინი უშიშროების პერსონალის ან ხელისუფლების მხარდამჭერი მებრძოლების მიერ ჩატარებული "სასამართლებებით" მოკლეს და ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ხშირია "სახლებისა და ქონების ძარცვა."

ორგანიზაციის ცნობით, ბრძოლებში დაიღუპა სამთავრობო უწყებების 125 წარმომადგენელი და ასადის მხარდამჭერი 148 მებრძოლი.

მასშტაბური შეტაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც უსაფრთხოების ძალებმა ალავიტების სოფელში ძებნილი დამნაშავე დააკავეს.

მონიტორმა აღნიშნა, რომ შაბათს რეგიონში "სიმშვიდე დაბრუნდა," მაგრამ უსაფრთხოების ძალები აგრძელებენ ოპერაციებს.

შაბათს დილით, სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA-მ დაწერა, რომ უსაფრთხოების ძალებმა მოიგერიეს "დამხობილი რეჟიმის ნარჩენების შეტევა" ქალაქ ლატაკიის ეროვნულ საავადმყოფოზე.

პარასკევს გამოქვეყნებულ მიმართვაში სირიის დროებითმა პრეზიდენტმა აჰმედ ალ-შარაამ ამბოხებულებს მოუწოდა "დაეყარონ იარაღი და ჩაბარდნენ, სანამ გვიან არ არის."

სოციალურ ქსელებში სირიელმა აქტივისტებმა გაავრცელეს კადრები, სადაც ნაჩვენებია ათობით ცხედარი სამოქალაქო ტანსაცმლით, სისხლის ლაქებით.

სხვა ვიდეოებზე ჩანს სამხედრო სამოსში ჩაცმული მამაკაცების მიერ ხალხის დახვრეტა, თუმცა Agence France-Presse-მა ვერ გადააამოწმა მათი ავთენტურობა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა პარასკევს სირიის ისლამისტი ლიდერი, აჰმედ ალ-შარაა გააკრიტიკა.

"[აბუ მუჰამედ] ალ-ჯულანიმ თავისი ხალათი კოსტიუმით ზომიერი იმიჯისთვის შეცვალა. ახლა მან ნიღაბი ჩამოიხსნა და გამოავლინა თავისი ნამდვილი სახე: ალ-ქაიდას სკოლის ჯიჰადისტი ტერორისტი, რომელიც საზარელ დანაშაულებს სჩადის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ." - თქვა მან.

კაცმა პირობა დადო, რომ ისრაელი გააგრძელებს ბუფერული ზონის ოკუპაციას საზღვრის გასწვრივ და მუშაობას სამხრეთ სირიის დემილიტარიზაციაზე.

მსგავსი სიახლეები