სლოვენიის პრეზიდენტი: უკრაინა ევროპული საზოგადოების განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს
7 ივნისს უმაღლესი რადას ვიცე-სპიკერი ელენა კონდრატიუკი სლოვენიაში პრეზიდენტ ბორუტ პაჰორს შეხვდა. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება.
"თქვენი ვიზიტი, როგორც დაუპყრობელი უკრაინის უმაღლესი წარმომადგენლის, სლოვენიისთვის მნიშვნელოვანი და სიმბოლურია", - განაცხადა პრეზიდენტმა.
კონდრატიუკმა მადლობა გადაუხადა სლოვენიას უკრაინის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. მან აღნიშნა, რომ უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება როგორც კიევის, ასევე ბრიუსელის ინტერესებშია.
"ჩვენ არ შეიძლება დავუშვათ წარსულის შეცდომები. უკრაინა უნდა გახდეს ევროპული საზოგადოების განუყოფელი ნაწილი", - უპასუხა პაჰორმა.
მხარეებმა ასევე უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე ისაუბრეს.
"სლოვენიის პრეზიდენტი დაინტერესდა მოლაპარაკებების პროცესის პერსპექტივებით. მან აღნიშნა, რომ უკრაინა მოლაპარაკებას არ აპირებს აგრესორთან მანამ, სანამ 24 თებერვალს რუსული ჯარები არ დაბრუნდებიან ხაზთან, როგორც ეს არაერთხელ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ." - თქვა კონდრატიუკმა.
პაჰორმა თქვა, რომ უკრაინაზე თავდასხმით რუსეთმა "მცდარი გადაწყვეტილება მიიღო".