სოროსი: იმედია სი ძინპინს ვინმე ნაკლებად რეპრესიული ჩაანაცვლებს

 

31 იანვარს ამერიკელმა მილიარდერმა და ფინანსისტმა ჯორჯ სოროსმა კალიფორნიის სტენფორდის უნივერსიტეტის ჰუვერის ინსტიტუტში გამოსვლისას ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის პოლიტიკა გააკრიტიკა და გამოთქვა იმედი, რომ მას უფრო მშვიდობიანი ლიდერი ჩაანაცვლებს. სოროსის გამოსვლის ტექსტი მის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

სოროსი თვლის, რომ პარტიის სათავეში მესამე ვადით დარჩენის მცდელობისას სი ძინპინს შესაძლოა სირთულეები შეექმნას.

"ჩინეთის კომუნისტურ პარტიაში ძლიერი ოპოზიციის გათვალისწინებით, სი ძინპინის ორგანიზებულად გათანაბრების მცდელობა მაო ძედუნისა და დენ სიაოპინის დონეზე არასოდეს შეიძლება მოხდეს", - თქვა ბიზნესმენმა.

სოროსმა აღნიშნა, რომ ჩინეთის ლიდერისთვის რამდენიმე ძირითადი საფრთხე არსებობს - უძრავი ქონების კრიზისი, ომიკრონის წინააღმდეგ არაეფექტური ჩინური ვაქცინები და შობადობის შემცირება. ფინანსისტმა იმედი გამოთქვა, რომ სი ძინპინს ჩაანაცვლებს ლიდერი, რომელსაც ნაკლებად რეპრესიული პოლიტიკა ექნება ჩინეთის შიგნით და უფრო მშვიდობიანი პოლიტიკა - საერთაშორისო ურთიერთობებში.

"იმედია სი ძინპინს ვინმე საშინაო პოლიტიკაში ნაკლებად რეპრესიული და საგარეო მიმართულებით უფრო მშვიდობიანი ჩაანაცვლებს. ეს მოხსნის ყველაზე დიდ საფრთხეს, რომელსაც დღეს ღია საზოგადოებები აწყდებიან და მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა ხელი შეუწყონ ჩინეთის სასურველი მიმართულებით განვითარებას." – თქვა სოროსმა.

მსგავსი სიახლეები