სროლა კოპენჰაგენში: 3 ადამიანი დაიღუპა, არიან დაჭრილებიც

კოპენჰაგენის სავაჭრო ცენტრში სროლა იყო, რომლის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღპო, ხოლო არაერთი ადგილზე მყოფი დაიჭრა. 

დანიის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავე უკვე დაკავებულია. 

არსებული ინფორმაციით, სროლა სავაჭრო ცენტრ Fields-ის რამდენიმე ადგილზე მოხდა, რასაც ორი 17 წლის დანიელი და ერთი 47 წლის რუსეთის მოქალაქე შეეწერა.

რაც შეეხება დაკავებულს, იგი 22 წლის დანიის მოქალაქეა, რომელიც პირველადი ინფორმაციის თანახმად, მარტო მოქმედებდა. 

პოლიციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თავდასხმა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტერორისტული აქტი იყოს, ხოლო დაღუპულები, შემთხვევითობის პრინციპით აირჩია დამნაშავემ. 

სავარაუდოდ დამნაშავეს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, როგორც ამას ადგილობრივი მედია იუწყება. 

 

მსგავსი სიახლეები