სტოლტენბერგი: ესპანეთი უკრაინას 4 საჰაერო თავდაცვის სისტემა Hawk-ს გადასცემს

ესპანეთი უკრაინას ოთხ საჰაერო თავდაცვის სისტემა Hawk-s გადასცემს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 13 ოქტომბერს ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"მივესალმები ესპანეთის დღევანდელ განცხადებას, რომ ისინი უკრაინას საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად 4 Hawk-ს გადასცემენ, გარდა იმისა, რაზეც მოკავშირეებმა ბოლო დღეებში განაცხადეს", - თქვა მან.
სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა მოკავშირეებს უკრაინის დახმარებაში შეტანილი წვლილისთვის და მეტი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
"ჩვენ უკრაინას ასევე ვაძლევთ საწვავს, ზამთრის ტანსაცმელს ჯარისთვის, როგორც ნატოს ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტის ნაწილს", - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.
12 ოქტომბერს აშშ-ს გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ უკრაინამ საჰაერო თავდაცვის სისტემა Hawk მოითხოვა. მან აღნიშნა, რომ ეს არის "ძველი სისტემა, მაგრამ საკმაოდ ეფექტური".
MIM-23 Hawk არის ამერიკული საშუალო დისტანციაზე (40-50 კმ) მოქმედი საჰაერო თავდაცვის სისტემა.