სტოლტენბერგი: ნატო უახლოეს დღეებში უკრაინას ასობით ანტი-დრონის სისტემას გადასცემს
დასავლელი მოკავშირეები უახლოეს დღეებში უკრაინას რამდენიმე ასეულ დრონების "ჩამხშობ" სისტემას მიაწვდიან. ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის პრესსამსახურმა Twitter-ზე 18 ოქტომბერს განაცხადა.
ბერლინის საგარეო პოლიტიკის ფორუმზე გამოსვლისას მან თქვა, რომ უკრაინაზე რუსეთის ფედერაციის მასიური თავდასხმების საპასუხოდ, მოკავშირეებმა უნდა გაზარდონ საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება.
"ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის ის, რასაც დავპირდით, გავაძლიეროთ და მივაწოდოთ კიდევ უფრო მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა... უახლოეს დღეებში ნატო უკრაინას ასობით სპეციალურ ანტი-დრონის სისტემას გადასცემს, რათა დაუპირისპირდნენ სპეციფიკურ საფრთხეს, მათ შორის ირანიდან", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ირანი აპირებს რუსეთს მალე ახალი დრონები და ბალისტიკური რაკეტები გადასცეს უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებლად, ნატოს გენერალურმა მდივანმა დასძინა, რომ "არც ერთმა ერმა არ უნდა დაუჭიროს მხარი ამ უკანონო ომს".