"სხვა ადამიანში საკუთარ თვისებებს ვხედავთ"- პუტინი ბაიდენს პასუხობს
"დიახ როგორც მან განაცხადა, ჩვენ ერთმანეთს პირადად ვიცნობთ და რას ვუპასუხებდი მას... მე მას ვეტყოდი, იყავით ჯანმრთელად, მე მას ჯანმრთელობას ვუსურვებ, ამას ირონიისა და ხუმრობის გარეშე ვამბობ. თუ ამ თემას უფრო ფართოდ შევხედავთ აი რისი თქმა მსურს - ყოველი ერის და სახელმწიფოს ისტორიაში მრავლადაა ძალინ მძიმე, დრამატული, სისხლიანი მოვლენები, მაგრამ, როდესაც ჩვენ ვაფასებთ სხვა ადამიანებს, ან როდესაც ვაფასებთ სხვა ქვეყნებს, სხვა ერს, ასეთ მომენტებში ჩვენ თითქოსდა სარკეში ვიყურებით, ჩვენ ყოველთვის ჩვენს თავს ვხედავთ, იმიტომ, რომ ყოველთვის სხვაზე გადაგვაქ ის რითიც ჩვენ ვსუნთქავთ, რაც არის ჩვენი არსი. მე მახსენდება ბავშვობაში, როდესაც ეზოში ბავშვები ერთმანეთთან ვკამათობდით ჩვენ ვამბობდით, ვინ როგორც ილანძღება, სწორედ ისეთია თვითონ. და ეს არ არის შემთხვევითი, ეს არ არის უბრალო საბავშვო ხუმრობა ამაში (გამოთქმაში) ძალიან ღრმა ფსიქოლოგიური აზრია - ჩვენ ყოველთვის უცხო ადამიანში საკუთარ თვისებებს ვხედავთ და ვფიქრობთ, რომ ისეთივეა როგორც ჩვენ. სწორედ ამაზე დაყრდნობით ვმსჯელობთ მის საქციელებზე და ვაფასებთ მის პიროვნებას",- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
ABC-სთან ინტერვიუში ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი პირადად გააფრთხილა იმ შედეგებზე, რომელიც რუსეთის მხრიდან აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაზე გავრცელებული ხმების დადასტურებას მოყვებოდა. ჟურნალისტმა ბაიდენს აშშ-ს დაზვერვის განცხადების შესახებ ჰკითხა, სადაც საუბარი არჩევნების პროცესში სხვადასხვა ქვეყნების ჩარევას შეეხებოდა, მათ შორის ხაგზასმულია რუსეთის მონაწილეობა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს აღნიშნულ საკითხზე იანვრის ბოლოს ტელეფონით ესაუბრა.
"ჩვენ გრძელი საუბარი გვქონდა, მე მას შედარებით დიდი ხანია ვიცნობ. საუბარიც აქედან დაიწყო, მე მას ვუთხარი - მე გიცნობთ თქვენ, თქვენ მიცნობთ მე. თუ გაირკვევა, რომ ეს მართლა მოხდა [რუსეთის ჩარევა საპრეზიდენტო არჩევნებში] იყავით მზად",- თქვა ბაიდენმა. აშშ-ს პრეზიდენტმა თქვა, რომ ამ შემთხვევაში პუტინის სათანადო ფასის გადახდა მოუწევს.
ჟურნალისტის მომდევნო კითხვა პუტინის პერსონას შეეხებოდა:
- "თქვენ პრეზიდენტ პუტინს დიდი ხანია იცნობთ, ფიქრობთ, რომ ის მკვლელია?"
- "დიახ"- უპასუხა ჯო ბაიდენმა.
ბაიდენის განცხადებასთან დაკავშირებით კრემლის კომენტარი ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
გარდა ამისა, აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ორი საქმის ერთდროულად კეთება და რუსეთთან იმ საკითხებში თანამშრომლობა შესაძლებელია, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღებია. ამ კონტექსტში ჯო ბაიდენმა რუსეთთან სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის ხელშეკრულების გახანგრძლივება დაასახელა.