ტაივანის კრიზისის ფონზე აშშ-ს და ჩინეთის პრეზიდენტები სატელეფონო საუბარს გამართავენ - Axios

აშშ-ს და ჩინეთის პრეზიდენტები 28 ივლისს სატელეფონო საუბარს გამართავენ, წერს გამოცემა Axios-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

ორი ქვეყნის ლიდერის საუბარი ტაივანის გარშემო გამწვავებულ სიტუაციას ემთხვევა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კუნძულს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ეწვევა.

პელოსის სავარაუდო ვიზიტმა პეკინისგან მკაცრი რეაქცია გამოიწვია.

ჯო ბაიდენის და სი ძინფინგის განსახილველ თემებს შორის რუსეთ-უკრაინის ომი და სავაჭრო ტარიფები იქნება.

გასულ კვირაში ბაიდენმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ჩინეთის ლიდერთან საუბარს აპირებს.

მსგავსი სიახლეები