უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ ერთი Ka-52 ჩამოაგდეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, მათ კიდევ ერთი რუსული ვერტმფრენი Ka-52 ჩამოაგდეს.

"დღეს შუადღისას ჩამოაგდეს კიდევ ერთი რუსული ვერტმფრენი Ka-52 ალიგატორი. რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტს კიდევ 16 მილიონი აშშ დოლარი დააკლდა." - ნათქვამია განცხადებაში. 

მოგვიანებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა აღნიშნა, რომ რუსული ვერტმფრენი სახმელეთო ჯარების საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო.

17 ივნისის დღის განმავლობაში და 18 ივნისის დღის დასაწყისში, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა ორი ვერტმფრენი Ka-52 და 12 დრონი.

მსგავსი სიახლეები