თებერვლის დასაწყისში კიევს 15-მდე ევროკომისარი ეწვევა

2 თებერვალს, კიევში დაახლოებით 15 ევროკომისარი ჩავა, რათა უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდეს. ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა დანა სპინატმა განაცხადა, წერს AFP.

საუბარია ევროკომისარებზე, რომელთა პორტფელიც კიევის შესაბამის თემებს უკავშირდება: "ფინანსური საკითხები, ევროკავშირში წევრობა თუ ენერგეტიკა."

დელეგაციის საბოლოო სია ჯერ არ დამტკიცებულა. ვიზიტი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის, ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შეხვედრის წინა დღეს გაიმართება, რომელიც 3 თებერვალს არის დაგეგმილი.

Politico-ს თანამოსაუბრემ განაცხადა, რომ ვიზიტი მიზნად ისახავს "ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას", ეს არის "უკრაინის მიერ ევროპისკენ მიმავალ გზაზე მიღწეული პროგრესის აღიარება."

როგორც გამოცემა აღნიშნავს, დელეგაციის ყველა წევრი ნებაყოფლობით გადაწყვეტს წავა თუ არა კიევში.

მსგავსი სიახლეები