ტერაქტი იერუსალიმში: დაიღუპა 2 ადამიანი, მათ შორის, 6 წლის ბავშვი

იერუსალიმში თავდასმსხმელი ავტომობილით ადამიანებს დაეჯახა, დაიღუპა ექვსი წლის ბიჭი და 20 წლამდე მამაკაცი, სულ მცირე ხუთი ადამიანი კი დაიჭრა. ამის შესახებ The Times of Israel წერს.

ლურჯი Mazda ავტობუსის გაჩერებას იერუსალიმის ჩრდილოეთში დაეჯახა.

ადგილზე მყოფმა რამდენიმე მოქალაქემ მანქანას ცეცხლი გაუხსნა. პოლიციის განცხადებით, მძღოლი შემთხვევის ადგილზე მყოფმა ოფიცერმა მოკლა.

თავდამსხმელი აღმოსავლეთ იერუსალიმის მკვიდრი პალესტინელი იყო, მაგრამ მისი ვინაობა ჯერ უცნობია.

პოლიციამ მომხდარი ტერაქტად შეაფასა.

Magen David Adom-ის სასწრაფო დახმარების სამსახურმა განაცხადა, რომ 6 წლის ბიჭი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ხოლო 20 წლამდე ასაკის მამაკაცი ჭრილობების შედეგად, Shaare Zedek-ის სამედიცინო ცენტრში დაიღუპა.

გარდა ამისა, იმავე საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი 8 წლის ბავშვი მიიყვანეს.

დაღუპულების იდენტიფიცირება დაუყოვნებლივ არ მომხდარა.

"როდესაც შემთხვევის ადგილზე მივედით, ვითარება შოკისმომგვრელი იყო", - თქვა ექიმმა შრაგა როზენტალმა. "ჩვენ გაჩერებასთან მანქანა მას შემდეგ დავინახეთ, რაც ის ქვეითებს დაეჯახა, რომლებიც ავტობუსს ელოდნენ."

ირაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა განაცხადა, რომ ის ინფორმირებულია თავდასხმის შესახებ და თავდამსხმელის სახლის დალუქვა გადაწყვიტა.

ისრაელი იმ პალესტინელების სახლებს ანგრევს, რომლებიც ტერაქტების მოწყობაში არიან ბრალდებული. გასულ თვეში პოლიციამ იმ პალესტინელი ტერორისტის სახლის კარები და ფანჯრები დალუქა, რომელმაც შვიდი ადამიანი მოკლა იერუსალიმში. ეს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით სახლის დანგრევამდე წინასწარი ზომაა.

ტერორისტულმა ორგანიზაციებმა პალესტინის "ისლამურმა ჯიჰადმა" და "ჰამასმა" თავდასხმა მოიწონეს, მაგრამ პასუხისმგებლობა არ აიღეს.

ჰამასის სპიკერმა თავდასხმას "ოკუპაციის დანაშაულებზე გმირული პასუხი" უწოდა.

მსგავსი სიახლეები