ტოკაევი: ყაზახეთი მზად არის ევროკავშირს ენერგეტიკული რესურსებით დაეხმაროს
ყაზახეთი მზად არის თავისი რესურსებით დაეხმაროს ევროკავშირს ენერგეტიკულ ბაზარზე შექმნილი კრიზისის მოგვარებაში.
ამის შესახებ კასიმ-ჟომარტ ტოკაევის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია.
ტოკაევის პრესსამსახურის ცნობით ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან საუბარში განაცხადა.
"ყაზახეთს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს და ერთგვარად ბუფერული ბაზრის ფუნქცია შეასრულოს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ყაზახეთი მზად არის გამოიყენოს თავისი ენერგეტიკული რესურსები გლობალურ და ევროპულ ბაზარზე ვითარების სტაბილიზაციისთვის",- ნათქვამია შეტყობინებაში.
გარდა ამისა საუბარი შეეხო სხვადასხვა ტრანსკონტინენტალური ენერგეტიკული პროექტების განვითარებასაც, მათ შორის ტრანსკასპიური ენერგეტიკული დერეფნის გაძლიერებასაც.
საუბრის მიწურულს ტოკაევმა შარლ მიშელი ყაზახეთში მიიწვია.