თორნიკე შარაშენიძე: პროგნოზებს აზრი აღარ აქვს, მთავარია უკრაინელები რას იზამენ
რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომს თორნიკე შარაშენიძე, საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტი გამოეხმაურა.
"ეს რაც ხდება, არ ექვემდებარება რაციონალურ ანალიზს. შეეძლოთ დარჩენილიყვნენ დონბასში და იქიდან გაეგრძელებინათ ზეწოლა დანარჩენ უკრაინაზე - რაც მშვენივრად გამოსდიოდათ.
ნარიშკინის ბრინჯივით დაბნევა ახლა გასაგებია - მას აშკარად არ უნდოდა ომი, მაგრამ გაიაზრა, რომ მას უფროსი აღარაფერს ეკითხება.
ასე რომ, პროგნოზებს აზრი აღარ აქვს, მთავარია უკრაინელები რას იზამენ ბრძოლის ველზე."