ტრამპი "აღფრთოვანდა" SBU-ს ოპერაციით, თუმცა ფიქრობს, რომ ეს ართულებას ამოცანას

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ რუსეთის სტრატეგიული ავიაციის აეროდრომებზე მიტანილმა შეტევამ ამერიკელ პრეზიდენტზე მძლავრი შთაბეჭდილება მოახდინა, ამასთანავე ტრამპს მიაჩნია, რომ ეს ართულებს მის წინაშე არსებულ ამოცანას - ომის დასრულებას.
State Of Play: ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Axios ტრამპის გარემოცვის წევრებზე დაყრდნობით ავრცელებს - საჯაროდ დონალდ ტრამპმა უკრაინის მიერ განხორციელებული იერიშის შესახებ გასულ დღეებში უჩვეულო დუმილი შეინარჩუნა.
- "ეს საკმაოდ ძლიერი დარტყმაა"- ერთ-ერთი წყაროს თქმით, სწორედ ამ სიტყვებით შეაფასა დონალდ ტრამპმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის დარტყმა.
- "მას მიაჩნია, რომ ეს ძალიან გაბედული, გიჟური შეტევა იყო"- ამბობს გამოცემის კიდევ ერთი წყარო.
- "საერთაშორისო თვალსაზრისით ჩვენ ვხედავთ ჩიუაუას, რომელიც რეალურ ზიანს აყენებს მასზე ბევრად დიდ ძაღლს"- ამბობს გამოცემასთან საუბარში კიდევ ერთი წყარო.
Big Picture: "აღფრთოვანების" მიუხედავად წყაროების ცნობით, ტრამპმა გარემოცვის წევრებთან საუბარში განაცხადა, რომ შეტევა რუსეთისგან საპასუხო ესკალაციას გამოიწვევს და კიდევ უფრო გაართულებს მის დიპლომატიურ მცდელობებს.
- "ჩვენ გვინდა, რომ ომი დასრულდეს, ჩვენ გვსურს დე-ესაკალაცია. აქედან გამომდინარე, თუ პუტინი თავის პასუხში, რამე სიგიჟეზე წავა ეს რა თქმა უნდა იწვევს პრეზიდენტის შფოთვას"- ამბობს კიდევ ერთი წყარო.
- ერთ-ერთი ფაქტორი, რაც ამერიკელი პრეზიდენტის გარემოცვაში განსაკუთრებულ "ღელვას" იწვევს ის არის, რომ უკრაინის მიერ განადგურებული თვითმფრინავები რუსეთის ბირთვული ტრიადის რგოლია - "ეს ძალიან საშიში მომენტია"- ამბობს წყარო ადმინისტრაციიდან.
Сontext: სავარაუდოა, რომ საკითხი ტრამპმა და პუტინმა 4 ივნისს გამართული რიგით მეოთხე ოფიციალური სატელეფონო საუბრის დროს განიხილეს - საუბრის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპი წერდა, რომ პუტინმა მას უთხრა, რომ "მოუწევდა"
პასუხის გაცემა უკრაინელების იერიშზე.
- "ეს კარგი საუბარი იყო, მაგრამ არ იყო საუბარი, რომელიც დაუყოვნებლივ მშვიდობამდე მიგვიყვანს"- წერდა ტრამპი.
Go Deeper: უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოპერაცია - "აბლაბუდა"