ტრამპი: პუტინს და ზელენსკის კარგად ვიცნობ, ომს სწრაფად დავასრულებთ

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, აიოვაში რესპუბლიკური პარტიის პარიმერისში გამარჯვების შემდეგ, პირობა დადო, რომ "ძალიან სწრაფად" შეცვლის ვითარებას უკრაინაში და დარწმუნებულია, რომ შეძლებს უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების დიალოგამდე მიყვანას, რომლებსაც "კარგად იცნობს" დიალოგში.

"მე და პუტინი მშვენივრად ვუგებთ ერთმანეთს. ეს კარგია და არა ცუდი. ყალბი ამბების გამავრცელებელი მედია რომ სიმართლეს ამბობდეს, ამ ქვეყანაში ჩვენი პრობლემების 90% მოგვარდებოდა... უკრაინაში საშინელი სიტუაციაა ...და ჩვენ ამას მოვაგვარებთ, ძალიან სწრაფად მოვაგვარებთ." - აღნიშნა ტრამპმა.

აიოვაში გამოსვლისას ტრამპმა თქვა, რომ მან შეძლო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეთანხმების მიღწევა, რადგან, მისი თქმით, მათ კარგი ურთიერთობა აქვთ.

მან გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების დიალოგამდე მიყვანას შეძლებს.

"მე ძალიან კარგად ვიცნობ პრეზიდენტ პუტინს, კარგად ვიცნობ ზელენსკის, შემიძლია მათი დიალოგამდე მიყვანა, ჩვენ ამას ძალიან სწრაფად მოვაგვარებთ. ეს (ომი - რედ.) არასდროს არ უნდა მომხდარიყო." - აღნიშნა მან.

კონტექსტი

დონალდ ტრამპმა აიოვაში, რესპუბლიკური პარტიის შიდაპარტიული არჩევნები მოიგო.

ყოფილ პრეზიდენტს ადგილობირივი რესპუბლიკელების 51%-მა დაუჭირა მხარი, მეორე ადგილზე ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი გავიდა - 21.2%, მესამეზე სამხრეთ კაროლინის ყოფილი გუბერნატორი ნიკი ჰეილი - 19.1%, მეოთხეზე კი ულტრამემარჯვენე კანდიდატი ვივეკ რამასვამი - 7.7%.

აიოვას შტატში მისი გამარჯვება ევანგელისტ ქრისტიანებსა და რესპუბლიკელ ახალგაზრდებში მისმა პოპულარობამ განაპირობა.

აიოვას შემდეგ, რესპუბლიკური პარტიის შიდაპარტიული პრაიმერი 23 იანვარს ნიუ-ჰემფშირში ჩატარდება.

ნიუ-ჰემფშირი აიოვასთან შედარებით უფრო ურბანული შტატია, სადაც რესპუბლიკური პარტიის არჩევნებში ხმის მიცემას ბევრი დამოუკიდებელი/არარესპუბლიკელი მოქალაქე გეგმავს. სწორედ ამ ორ სეგმენტში აქვს მაღალი მხარდაჭერა პრო-უკრაინული პოზიციებით გამორჩეულ სამხრეთ კაროლინის ყოფილ გუბერნატორ ნიკი ჰეილის.

თუმცა, ამავდროულად, მისთვის ნეგატიური მოვლენაა ულტრამემარჯვენე, კონსპიროლოგი კანდიდატის, ვივეკ რამასვამის მიერ საარჩევნო კამპანიის დასრულება, რადგან მისი მხარდამჭერების უდიდესი ნაწილი დონალდ ტრამპს მისცემს ხმას.

მსგავსი სიახლეები