ტრამპი: უკრაინაში ომის დასრულება პრიორიტეტი იქნება
უკრაინაში ომი რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს, ეს გახდება აშშ-iს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი. ამის შესახებ ფრანგულ ჟურნალ Paris Match-თან ინტერვიუში, 11 დეკემბერს, შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
საუბარი 7 დეკემბერს, პარიზში შედგა, სადაც ტრამპი რესტავრირებული პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნაზე მივიდა. საუბრის დიდი ნაწილი ფოკუსირებული იყო ამ მოვლენაზე, აშშ-საფრანგეთის ურთიერთობებზე, მიგრაციასა და კონფლიქტზე ახლო აღმოსავლეთში.
უკრაინაზე საუბრისას დონალდ ტრამპმა თქვა, რომ აპირებს უკრაინის ომის დასრულება მის საგარეო პოლიტიკაში პრიორიტეტად აქციოს.
"მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ უკრაინის პრობლემა რუსეთთან," - განმარტა მან. "მიუხედავად იმისა, რომ ახლო აღმოსავლეთი ასევე დიდი პრიორიტეტია, იქ სიტუაცია ნაკლებად რთულია, ვიდრე უკრაინაში."
მან ახსენა "ასობით ათასი ჯარისკაცი," რომლებიც უკრაინაში დაიღუპა.
"ეს ომიც და კონფლიქტიც ახლო აღმოსავლეთში სწრაფად უნდა გადაწყდეს, რადგან ბევრი ადამიანი კვდება." - აღნიშნა პრეზიდენტმა.
ტრამპმა პარიზში გამართულ სამმხრივ მოლაპარაკებებს "პრეზიდენტ ზელენსკისთან კარგი შეხვედრა" უწოდა.
დონალდ ტრამპმა ასევე გაიმეორა პირობა, რომ შეერთებული შტატები არ ჩაერევა სირიის საკითხებში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დაცემის შემდეგ.
"სირიას მოუწევს საკუთარი თავის დაცვა," - თქვა მან.