ტრამპი უკრაინაში სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე რიჩარდ გრენელს განიხილავს - Reuters

დონალდ ტრამპი გეგმავს რიჩარდ გრენელი, დაზვერვის უფროსი და უკრაინის ნატოში სწრაფი შესვლის ცნობილი კრიტიკოსი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის საკითხში სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნოს.

ამის შესახებ Reuters, ოთხ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომლებიც იცნობენ ტრამპის გეგმებს.

გრენელი გერმანიაში აშშ-ის ელჩი და ეროვნული დაზვერვის დირექტორი იყო ტრამპის პრეზიდენტობის დროს, 2017-2021 წლებში.

გამოცემის წყაროები, რომლებიც ანონიმურობის პირობით საუბრობდნენ, აღნიშნავენ, რომ ტრამპი განიხილავს სპეციალური წარმომადგენლის პოზიციის შექმნის შესაძლებლობას, რომელიც ექსკლუზიურად "რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის" მოგვარებით იქნება დაკავებული.

ეს შეიძლება იყოს მისი ერთ-ერთი პირველი დიპლომატიური ნაბიჯი თანამდებობის დაკავების შემდეგ. თუმცა, ამ თანამდებობის შექმნის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპი ომის 24 საათში დასრულების პირობას დებდა, მაგრამ ჯერ არ უთქვამს, როგორ აპირებს ამის გაკეთებას.

რიჩარდ გრენელის კანდიდატურა უკრაინის ხელისუფლებისთვის, სავარაუდოდ, მიუღებელი იქნება, რადგან ივლისში მან მხარი დაუჭირა უკრაინაში "ავტონომიური ზონების" შექმნას, როგორც კონფლიქტის მოგვარების გზას. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა უახლოს მომავალში ნატოში არ უნდა შევიდეს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ გრენელის მის მდიდარ დიპლომატიურ გამოცდილებაზე საუბრობენ. გერმანიაში მუშაობის გარდა, ის იყო აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სერბეთსა და კოსოვოს შორის მოლაპარაკებებში.

გრენელი სახელმწიფო მდივნის პოსტზე ერთ-ერთ პრეტენდენტად ითვლებოდა, რაც მის მიმართ არჩეული პრეზიდენტის ნდობის მაღალ დონეზე მიუთითებს.

მსგავსი სიახლეები