ტრამპმა აიოვაში რესპუბლიკელების შიდაპარტიულ არჩევნებში გაიმარჯვა - CNN

დონალდ ტრამპმა აიოვაში, რესპუბლიკური პარტიის შიდაპარტიული არჩევნები მოიგო. ამის შესახებ CNN წერს.

ყოფილ პრეზიდენტს ადგილობირივი რესპუბლიკელების 51%-მა დაუჭირა მხარი, მეორე ადგილზე ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი გავიდა - 21.2%, მესამეზე სამხრეთ კაროლინის ყოფილი გუბერნატორი ნიკი ჰეილი - 19.1%, მეოთხეზე კი ულტრამემარჯვენე კანდიდატი ვივეკ რამასვამი - 7.7%.

საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, ტრამპი აიოვას შტატში გამარჯვების მთავარი ფავორიტი იყო. ის რესპუბლიკურ პარტიაში საზოგადოების ყველა სეგმენტში, ასაკობრივ თუ სოციალურ ჯგუფში ლიდერობს. 

აიოვას შტატში მისი გამარჯვება ევანგელისტ ქრისტიანებსა და რესპუბლიკელ ახალგაზრდებში მისმა პოპულარობამ განაპირობა.

საინტერესოა, რომ აიოვაში 2016 წლის შიდაპარტიული არჩევნები ტრამპმა წააგო, რადგან ის ევანგელისუტრი მოსახლეობისთვის ნაკლებად მისაღები იყო.

აიოვას შემდეგ, რესპუბლიკური პარტიის შიდაპარტიული პრაიმერი 23 იანვარს ნიუ-ჰემფშირში ჩატარდება.

ნიუ-ჰემფშირი აიოვასთან შედარებით უფრო ურბანული შტატია, სადაც რესპუბლიკური პარტიის არჩევნებში ხმის მიცემას ბევრი დამოუკიდებელი/არარესპუბლიკელი მოქალაქე გეგმავს. სწორედ ამ ორ სეგმენტში აქვს მაღალი მხარდაჭერა პრო-უკრაინული პოზიციებით გამორჩეულ სამხრეთ კაროლინის ყოფილ გუბერნატორ ნიკი ჰეილის.

თუმცა, მისთვის ნეგატიური მოვლენაა ულტრამემარჯვენე, კონსპიროლოგი კანდიდატის, ვივეკ რამასვამის მიერ საარჩევნო კამპანიის დასრულება, რადგან მისი მხარდამჭერების უდიდესი ნაწილი დონალდ ტრამპს მისცემს ხმას. 

მსგავსი სიახლეები