ტრამპმა და ბაიდენმა "სუპერ სამშაბათის" შიდაპარტიული პრაიმერი მოიგეს

5 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შიდაპარტიული პრაიმერი 15 შტატში მოიგეს.

ტრამპმა რესპუბლიკელების მხარდაჭერა ალაბამაში, არკანზასში, კოლორადოში, მეინში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ოკლაჰომაში, ტენესის, ტეხასისა და ვირჯინიის შტატებში მოიგო. მისმა კონკურენტმა, ნიკი ჰეილიმ კი გამარჯვება მხოლოდ ვერმონტის შტატში შეძლო.

მოქმედი პრეზიდენტი ბაიდენი დემოკრატიული პარტიის კანდიდატობისთვის პრაქტიკულად უკონკურენტოდ იბრძვის. მან მარტივად მოიგო პრაიმერი ალაბამას, არკანზასის, კოლორადოს, აიოვას, მეინის, მასაჩუსეტსის, ჩრდილოეთ კაროლინას, ოკლაჰომას, ტენესის, ტეხასის, ვერმონტისა და ვირჯინიის შტატებში.

ამერიკულ კუნძულ სამოაზე ბიზნესმენმა ჯეისონ პალმერმა დემოკრატიული პარტიის შიდაპარტიულ არჩევნებში ბაიდენი დაამარცხა.

ამჟამად დონალდ ტრამპს შიდაპარტიულ პრაიმერისში 764 დელეგატის მხარდაჭერა აქვს, ნიკი ჰეილის კი - 43.

დემოკრატების შიდაპარტიულ არჩევნებს კი ბაიდენი 1366 დელეგატით დიდი უპირატესობით ლიდერობს.

რესპუბლიკური პარტიის ნომინაციის მოსაგებად 2429 დელეგატიდან 1215-ის მხარდაჭერაა საჭირო, ხოლო დემოკრატიული პარტიაში - 3934 დელეგატიდან 1968.

საზოგადოებრვი აზრის კვლევებით, ამერიკელების უმრავლესობას არ სურს 81 წლის ბაიდენის და 77 წლის ტრამპის დაპირისპირების კიდევ ერთხელ ნახვა.  

მსგავსი სიახლეები