ტრამპმა ნიუ-ჰემფშირის პრაიმერი მოიგო - რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
დონალდ ტრამპმა სამშაბათს ნიუ-ჰემფშირის რესპუბლიკური პრაიმერი მოიგო. ყოფილმა პრეზიდენტმა ხმების 54.6% მიიღო, ნიკი ჰეილიმ - 43.2%.
"ამ საპრეზიდენტო რბოლის დასრულებამდე შორია," - განუცხადა ნიკი ჰეილიმ მხარდამჭერებს და ტრამპს მოუწოდა მასთან დებატების დათანხმდეს.
გამარჯვების შემდეგ ტრამპმა თავისი გამოსვლა ჰეილის დაცინვით დაიწყო, მას "მატყუარა" უწოდა და თქვა: "ის ისე გამოდის, თითქოს გაიმარჯვა. მას არ მოუგია, წააგო. მას ძალიან ცუდი ღამე ჰქონდა."
ჰეილი იმედოვნებდა, რომ ჩრდილო-აღმოსავლეთის შტატში არარესპუბლიკელი ამომრჩევლების აქტიურობის ხარჯზე გაიმაჯრვებდა, თუმცა ტრამპის მხარდაჭერა მნიშნველოვნად გაზარდა აიოვაში დიდი უპირატესობით გამარჯვებამ და ვივეკ რამასვამის და რონ დესანტისის მიერ მის სასარგებლოდ კანდიდატურის მოხსნამ.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
ჰეილი აცხადებს, რომ რესპუბლიკური პარტიის ნომინაციისთვის არჩევნები დასრულებიდან "შორს არის."
ჰეილიმ მხარდამჭერებს განუცხადა, რომ "დარჩენილია ათობით შტატი," სადაც არჩევნები უნდა ჩატარდეს. თუმცა, გაუგებარია სად შეიძლება მან გამარჯვება მოიპოვოს. ის არ მონაწილეობს 8 თებერვალს ნევადის კაკუსში, ხოლო მის მშობლიურ შტატში, სამხრეთ კაროლინაში ჩატარებული გამოკითხვებით, ტრამპი დიდი უპირატესობით ლიდერობს.
მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, ჰეილიმ ზომიერი ამომრჩევლების 29%-ის მხარდაჭერა მიიღო. ნიუ-ჰემფრშირის პრაიმერის ამომრჩეველთა 44%-მა განაცხადა, რომ ტრამპი არ არის შესაფერისი პრეზიდენტობისთვის, თუ სასამართლო მას დამნაშავედ ცნობს.
ჰეილიმ სამშაბათს საღამოს გამოსვლა არჩევითობის შესახებ მისი ძირითადი არგუმენტის სათქმელად გამოიყენა. მან ტრამპი დაადანაშაულა რესპუბლიკელების წარუმატულ გამოსვლებში 2018 და 2022 წლების შუალედურ და 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. მან ტრამპს უწოდა "ერთადერთი რესპუბლიკელი ქვეყანაში, რომელიც ჯო ბაიდენს შეუძლია დაამარცხოს."
საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, ჰეილის ბაიდენის დამარცხების ბევრად უკეთესი შანსი აქვს.