ტრამპმა უნგრეთის არჩევნებზე მხარი ვიქტორ ორბანს დაუჭირა
ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებზე მხარი ვიქტორ ორბანს დაუჭირა. ორბანი ქვეყნის მეხუთე ვადით (ზედიზედ მეოთხედ) სამართავად იბრძვის.
"უნგრეთის ლიდერს ნამდვილად უყვარს საკუთარი ქვეყანა და მისი მოსახლეობის უსაფრთხოება სურს," - ნათქვამია ორშაბათს გამოქვეყნებულ ტრამპის განცხადებაში.
"მან მშვენივრად იმუშავა უნგრეთის დასაცავად, არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ვაჭრობის მიმართულებით და მას უნდა მიეცეს საშუალება გააგრძელოს საქმიანობა," - წერს ყოფილი პრეზიდენტი.
საპარლამენტო არჩევნებისთვის უნგრეთის 6 ძირითადი ოპოზიციური პარტია, რომლებსაც სრულიად განსხვავებული იდეოლოგია აქვთ, გაერთიანდნენ. მათი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კონსერვატორი პოლიტიკოსი პიტერ მარკი-ზავია.
ოპონენტები ვიქტორ ორბანს ულტრამემარჯვენე, ხშირად რასისტულ განცხადებებსა და პოლიტიკაში და დემოკრატიული ნორმების დაკნინებაში ადანაშაულებენ.
ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ უნგრეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობა დაიძაბა. პრეზიდენტმა ბაიდენმა უნგრეთი დემოკრატიის სამიტზე არ მიიწვია.