ტრამპს ფინანსური თაღლითობის საქმეში ჩვენების მიცემა მოუწევს
ნიუ იორკის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპს და მის ორ შვილს ფინანსური თაღლითობის და გადასახადების თავიდან არიდების საქმეში ჩვენების მიცემა მოუწევთ.
„გამოძიებამ პოტენციური თაღლითობის შემთხვევის შესახებ დაწვრილებითი მტკიცებულებები წარმოადგინა“, - განაცხადა ნიუ იორკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე არტურ ენგორონმა.
საქმეს, რომელიც ტრამპის ორგანიზაციის მიერ აქტივების ყალბ შეფასებას ეხება, 2019 წლიდან ნიუ იორკის მთავარი პროკურორი იძიებს.
აშშ-ს 45-ე პრეზიდენტს მოწმის სტატუსით ჩვენების მიცემა 21 დღის ვადაში მოუწევს.
ტრამპს მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრების ასევე ჩვენების მიცემის დროს დუმილით სარგებლობის უფლება აქვს.
75 წლის ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებებს არა აღიარებს და მის წინააღმდეგ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
„მთელი [სასამართლო] სისტემა კორუმპირებულია“, - განაცხადა ტრამპის ორგანიზაციამ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.
ტრამპის ორგანიზაცია კიდევ ერთ, ამჯერად სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაში ფიგურირებს, რომელსაც მანჰეტენის პროკურატურა იძიებს.