ტრამპთან აღიარებენ, რომ უკრაინაში ომის დასრულებას მეტი დრო დასჭირდება - Reuters

დონალდ ტრამპის გარემოცვაში აღიარებენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას უფრო მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე პრეზიდენტი ტრამპი თავდაპირველად ვარაუდობდა. 

ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Reuters ავრცელებს

აშშ-ს 47-ე პრეზიდენტის მრჩევლები, რომლებსაც განუხილიათ უკრაინაში მიმდინარე ომი დონალდ ტრამპთან ამბობენ, რომ კონფლიქტის დასასრულებლად რამდენიმე თვე ან შესაძლოა მეტიც იყოს საჭირო. ამასთანავე, ტრამპის დასრულებას, რომ ის ომს ინაუგურაციის დღესვე დაასრულებდა მრჩეველები წინასაარჩევნო კამპანიის სლოგანს უწოდობენ და ამბობენ, რომ ვითარება ბევრად უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა. 

მსგავსი რიტორიკა აქვს დონალდ ტრამპის მიერ რუსეთ-უკრაინის ომის საკითხზე დანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგსაც, რომელმაც გასულ კვირას Fox News-სთან საუბარში განაცხადა, რომ ომის დასრულებისთვის 100 დღე იქნებოდა საჭირო. 

პოლიტიკური კომენტატორები შექმნილი ვითარების კომპლექსურობიდან გამომდინარე კელოგის მიერ დასახელებულ ვადებსაც, მეტად ოპტიმისტურს უწოდებენ. 

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ შესამჩნევად შეიცვალა თავად დონალდ ტრამპის რიტორიკაც - ის აღარ საუბრობს კონკრეტულ თარიღებზე და უბრალოდ ამბობს, რომ დაასრულებს მიმდინარე ომს. 

"ვფიქრობ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება ბევრად უფრო რთული იქნება, ვიდრე ღაზაში მიმდინარე საომარი მოქმედებების"- განაცხადა ტრამპმა კონგრესის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების სერტიფიცირების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე. 

საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებულ მასალაში საუბარია, რომ ტრამპის გარემოცვაში ომის დასრულების სხვადასხვა მექანიმზმს განიხილავენ - მათ შორის საუბარია უკრაინის ნატოში გაწევრიანების პროცესის გარკვეული დროით გაყინვაზე, ხოლო უსაფრთხოების გარანტიად დემილიტარიზებული ზონების შექმნა განიხილება, რომლის პატრულირებითაც ევროპული ქვეყნების სამხედრო კონტინგენტი დაკავდება. 

მსგავსი სიახლეები