ტრუდო: კანადა უკრაინელი მფრინავების F-16-ებზე წვრთნას შეუერთდება
კანადელი სამხედროები უკრაინელ პილოტებს ამერიკულ F-16-ებზე გაწვრთნიან. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ 22 სექტემბერს, კანადის პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
"ჩვენ ასევე გამოვაგზავნით ინსტრუქტორებს უკრაინელი მფრინავების და ტექნიკური პერსონალის გასაწვრთნელად F-16-ზე, რათა უკრაინამ მაქსიმალურად გამოიყენოს გამანადგურებლები," - თქვა ტრუდომ.
ასევე კანადის პრემიერ-მინისტრმა უკრაინისთვის სამი წლის განმავლობაში დაახლოებით ნახევარი მილიარდი დოლარის გამოყოფა გამოაცხადა.
კანადა მუდმივად უჭერს მხარს უკრაინას. 2022 წლის დასაწყისიდან 8.9 მილიარდი კანადური დოლარი (6.586 მილიარდი აშშ დოლარი) გამოყო სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარებისთვის.
21 სექტემბერს, შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოულოდნელი ვიზიტით ოტავაში ჩავიდა და ორ დღეს გაატარებს კანადაში.
22 სექტემბერს ზელენსკი ტრუდოს და კანადის გენერალურ გუბერნატორს შეხვდა.