წინასწარი შედეგებით ლიბანის არჩევნებში ჰეზბოლამ მარცხი განიცადა

15 მაისს ლიბანში გამართული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით ჰეზბოლამ შესაძლოა უმრავლესობა დაკარგოს.

ამჟამად ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტური დაჯგუფება მოკავშირეებთან ერთად 128 მანდატიდან 71-ს აკონტროლებს.

სავარაუდოდ, პოზიცია გაიძლიერა ლიბანური ძალების პარტიამ, რომელიც საუდის არაბეთთან დაახლოებულად ქრისტიანულ ბლოკად ითვლება.

პარტიის პრეს-სპიკერის განცხადებით, გუშინდელ არჩევნებში სულ მცირე 20 მანდატი მოიპოვეს.

ლიბანური ძალების ლიდერი სამირ ჯაჯა აქამდე ყველაზე მსხვილი ქრისტიანული პარტიის, თავისუფალი პატრიოტული მოძრაობის დამფუძნებელთან, მიშელ აუნთანაა დაპირისპირებული.

ლიბანის პრეზიდენტ მიშელ აუნის პარტია ქრისტიანულ პოლიტიკურ ბანაკში ჰეზბოლას მთავარ დასაყრდენად მოიაზრება.

არსებული მონაცემებით, ტალალ არსლანი, რომელიც ჰეზბოლას მოკავშირე დრუზი პოლიტიკოსია, რეფორმისტ კანდიდატ მარკ დაუსთან დამარცხდა.

წარმატებას უწინასწარმეტყველებენ სხვა დამოუკიდებელ, ახალბედა კანდიდატებსაც, რომლებიც ლიბანელებს მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანს პირდებიან.

„ორ ერთმანეთთან დაპირისპირებულ ბლოკს მივიღებთ - ერთი მხრივ ჰეზბოლა და მისი მოკავშირეები, მეორე მხრივ ლიბანური ძალები და მათი მომხრეები, შუაში კი ახალი ძალები“, - ამბობს ნადიმ ჰური, ერთ-ერთი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი. 

მსგავსი სიახლეები