ცივი ომის შემდეგ, პოლონეთში ყველაზე დიდი სამხედრო აღლუმი ჩატარდება

15 აგვისტოს, ვარშავაში ყველაზე დიდი სამხედრო აღლუმი გაიმართება მას შემდეგ, რაც "ცივი ომი" გასული საუკუნის მიწურულს დასრულდა. 

ამის მიზეზი, პოლონეთის სამხედროს ძალების დღის აღნიშვნაა. 

პოლონეთის რადიოს ინფორმაციით, აღლუმში მონაწილეობას მიიღებს 2,000 სამხედრო მოსამსახურე, 200 ერთეული სახმელეთო ტექნიკა და 90 თვითმფრინავი. ცნობილია, რომ ვარშავის ქუჩებში ამერიკული წარმოების "აბრამსის" და კორეული "K2" მოდელის ტანკებიც გაივლიან. 

1989 წელს, პოლონეთის კომუნისტური პარტიის სპეციალური სტატუსი გაუქმდა, რასაც სამოქალაქო უფლებების აღდგენა მოჰყვა. ამ წლიდან მოყოლებული, ეს იქნება ყველაზე დიდი სამხედერო აღლუმი, რაც ქვეყანაში ჩატარებულა. 

მსგავსი სიახლეები