თურქეთის საელჩო დასახმარებელი ნივთების სიას აქვეყნებს - იხილეთ სრულად
თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედაგად დაზარალებული ადამიანების დახმარების მსურველებს, თბილისში რამდენიმე მისამართზე შუძლიათ სხვადასხვა საჭირო ნივთისა თუ პროდუქტის მიტანა, როგორც ამას საქართველოში თურქეთის საელჩო იტყობინება.
გთავაზობთ, საელჩოს მიერ გამოქვეყენებულ განცხადებას:
"თურქეთში 2023 წლის 6 თებერვალს კაჰრამანმარაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რეგიონების დასახმარებლად, ჩვენი საელჩოს კოორდინაციით მოხდება საჭირო ნივთების შეგროვება და მათი თურქეთში ტრანსპორტირება.
მოთხოვნადი ნივთების ჩამონათვალი ქვემოთაა მოცემული. საელჩო მოხარული იქნება, თუ შემოწირული ნივთები იქნება ახალი, ზამთრის პირობებისთვის შესაფერისი, ღია პაკეტში მოთავსებული.
- - ქურთუკი
- - პალტო
- - საწვიმარი
- - ჯამპერი
- - ხელთათმანი
- - შარფი - კაშნე
- - ბერეტი
- - წინდა
- - საბანი
- - საძილე ტომარა
- - საკვები ამანათი (მშრალი და დაკონსერვებული საკვები)
- - ბავშვთა კვება
- - ბავშვის საფენები
- - დასუფთავებისა და ჰიგიენის საშუალებები
- - ქალის ჰიგიენური პაკეტები
მსურველებს შეუძლიათ დახმარება მოიტანონ ქვემოთ მითითებულ მისამართებზე, 2023 წლის 10 თებერვალს, პარასკევს დღის ბოლომდე.
1- თურქეთის საელჩო ი. ჭავჭავაძის პრ. 35, თბილისი Embassy.tbilisi@mfa.gov.tr ბელიზ თურფჩუ: 511 130 198 ბორან ჯან ქოჩბოღანი: 599 033 560
2- GÜRTİAD თავისუფლების მოედანი #4, თბილისი gurtiad@gurtiad.ge მერთ იუმუშაქერი: 577 562 000
3- MÜSİAD ი. ჭავჭავაძის პრ. #37 Musiadtbilisi@hotmail.com ხათუნა: 557 505 946
4- შპს იონფაში ჯორჯია, საწყობი ლიბანის 4/გ, ავჭალა, თბილისი ისა ალთუნი: 577 562 007 პატივისცემით, თურქეთის რესპუბლიკის საელჩო."