თურქეთმა უკრაინის საზღვაო ძალებისთვის მეორე კორვეტის მშენებლობა დაიწყო
თურქეთი უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალებისთვის ადას ტიპის მეორე კორვეტს ააშენებს.
ამ ინფორმაციას უკრაინის საზღვაო ძალები ავრცელებს.
"თურქეთში, უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების შტაბის უფროსის, ვიცე-ადმირალ ანდრიი ტარასოვის მონაწილეობით და უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ვოლოდიმირ გავრილოვის ხელმძღვანელობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალებისთვის მეორე კორვეტის მშენებლობის დაწყების ცერემონია გაიმართა." - ნათქვამია უკრაინის საზღვაო ძალების განცხადებაში.
არსებული ხელშეკრულებების მიხედვით, ეს არის მეორე კორვეტი, რომელსაც თურქეთი უკრაინის საზღვაო ძალებისთვის აშენებს.
უკრიანული მხარის ცნობით, ყველა სამუშაო დროულად, გრაფიკისა და დადებული ხელშეკრულებების შესაბამისად მიმდინარეობს.
2022 წლის ოქტომბერში, თურქეთში, RMK Marine-ის გემთმშენებელ ქარხანაში, ადას კლასი სპირველი უკრაინული კორვეტი ჰეტმან ივან მაზეპა გაუშვეს.