უკრაინა: გუშინ 400-მდე ოკუპანტი, 2 შვეულმფრენი და 11 დრონი გავანადგურეთ

24 თებერვლიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაახლოებით 64.7 ათასი რუსი ოკუპანტი (+400 გუშინ) გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას 15 ოქტომბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესცენტრი ავრცელებს.

რუსული ჯარების სხვა დანაკარგები ასეთია:

  • ტანკები - 2524 (+3);
  • ჯავშანტექნიკა - 5179 (+7);
  • საარტილერიო სისტემები - 1582 (+16);
  • ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები - 365 (+3);
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები - 186;
  • თვითმფრინავები - 268;
  • ვერტმფრენები - 242 (+2);
  • ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატები - 1210 (+11);
  • ფრთოსანი რაკეტები - 316;
  • გემები / ნავები - 16;
  • საავტომობილო ტექნიკა და სატვირთო მანქანები - 3951 (+7);
  • სპეცტექნიკა - 142.

გენერალურ შტაბში აღნიშნეს, რომ მონაცემები ზუსტდება.

მსგავსი სიახლეები