უკრაინა: ბოლო 24 საათში რუსების საბრძოლო მასალის 12 საცავი და 4 ბაზა გავანადგურეთ

29 ივლისს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ჯარების 16 სამხედრო ობიექტი გაანადგურეს. ამის შესახებ ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის სპიკერმა სერგეი ბრატჩუკმა განაცხადა.

"დღის განმავლობაში დემილიტარიზებულია 12 საბრძოლო საცავი და ოთხი რუსული ბაზა", - წერს ის.

განადგურებული საწობები შემდეგ დასახლებებში მდეობარეობს: გენიჩესკის რაიონი, ხერსონის რაიონი, კახოვსკის რაიონი, ბერისლავსკის რაიონი, ბილევკა, ოლეშეკის რაიონი, ჩერნობაევკა (ხერსონის ოლქი), ძვ. იასინოვატაია, ილოვაისკი (დონეცკის ოლქი), ზაპოროჟიეს ოლქის დასახლება ვასილიევსკი, ლუგანსკის ოლქის ბრაიანკა.

განადგურებული ბაზები: ხერსონის ოლქის ახალი კახოვკა და ჩერნობაევკა, ლუგანსკის ოლქის სვატოვო და ბრაიანკა.

მსგავსი სიახლეები