უკრაინა დიდი ოცეულის სამიტზე მიიწვიეს
უკრაინამ ინდონეზიაში გასამართ დიდი ოცეულის სამიტზე მოწვევა მიიღო.
ამის შესახებ პრეზიდენტმა ზელენსკიმ ტვიტერზე დაწერა.
"ვესაუბრე ინდონეზიის პრეზიდენტს, ჯოკო ვიდოდოს. გამოვხატე მადლიერება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. კერძოდ, მკაფიო პოზიციისთვის გაეროში. განვიხილეთ სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. მადლიერი ვარ დიდი ოცეულის სამიტზე მიღებული მოწვევისთვის", - წერს ზელენსკი.
25 მარტს გამოცემა Bloomberg-ი წერდა, რომ ინდონეზიას რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში სურდა გამოხატულად ნეიტრალური ყოფილიყო და უარს ამბობდა უკრაინის მიწვევაზე დიდი ოცეულის საშინაო სამიტზე, რომელსაც ვლადიმირ პუტინიც უნდა დაესწროს.
სამიტზე უკრაინის მიწვევას დასავლური სახელმწიფოები, კერძოდ აშშ ითხოვდა. ჯერჯერობით კვლავ გაურკვეველია თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ვლადიმირ პუტინი. ცნობილია, რომ დასავლური სახელმწიფოების ლიდერები, მათ შორის ჯო ბაიდენი, არ აპირებს პუტინის მონაწილეობით გამართულ შეხვედრებში ჩართვას.
სამიტი 15-16 ნოემბერს კუნძულ ბალიზე გაიმართება.